მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> საფრანგეთის საელჩო სარკოზის მოსალოდნელი ვიზიტის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს

საქართველოში საფრანგეთის საელჩოში არ ფლობენ ინფორმაციას პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის საქართველოში მოსალოდნელი ვიზიტის შესახებ , - ამის შესახებ 'ინტერპრესნიუსს' საელჩოში განუცხადეს.
'ამ დროისთვის საელჩო ამგვარ ინფორმაციას არ ფლობს', - განმარტეს საფრანგეთის დიპლომატიურ წარმომადგენლობაში.
სომხური მედია დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ 7-9 ოქტომბერს ნიკოლა სარკოზი კავკასიურ ტურნეს გეგმავს. კერძოდ, სარკოზი ჯერ საქართველოს ეწვევა, შემდეგ ერევანში ჩავა, საიდანაც აზერბაიჯანში გაემგზავრება. 

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები