მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> საფრანგეთი ლიბიის ოპოზიციას იარაღით ეხმარება

საფრანგეთი ლიბიის ოპოზიციას იარაღით ეხმარება, - ამის შესახებ 'ეხო მასკვისთან' ინტერვიუში ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა ალენ ჟიუპემ განაცხადა . 
მისი თქმით, ამბოხებულებს იარაღს ბენღაზიში პარაშუტებით აწვდიდნენ. 
'ასეთივე სახით იღებდნენ ისინი ადგილობრივი მოსახლეობისთვის საჭირო საკვებსა და მედიკამენტებს. გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია განსაკუთრებულ შემთხვევებში ამბოხებულისთვის იარაღის მიწოდებას ითვალისწინებს - მშვიდობიანი მოქალაქეების დასაცავად', - განაცხადა ჟიუპემ. 
ცოტა ხნის წინ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ოპოზიციის იარაღით მომარაგებას დაუშვებელი უწოდა. 
ლიბიაში არსებული მდგომარეობა დღეს რუსეთისა და საფრანგეთის საგარეო უწყებების ხელმძღვანელის შეხვედრაზე განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება 

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები