მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> საფრანგეთმა ლიბიაში ნატო-ს სამხედრო ოპერაციის უპერსპექტივობა აღიარა

საფრანგეთმა ლიბიაში ნატო-ს სამხედრო ოპერაციის უპერსპექტივობა აღიარა. 
'ნიუს რუ'-ს ცნობით, ამის შესახებ საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა ჟერარ ლონგემ ბრძანა. ლონგემ ეს განცხადება ლიბიაში მიმდინარე სამხედრო ოპერაციის გამო ფრანგების უკმაყოფილების ზრდის ფონზე გააკეთა. ხვალ საფრანგეთის ხელისუფლება პარლამენტის წინაშე ანგარიშით უნდა წარსდგეს. მათ შორის ხელისუფლებას დეპუტატების უხერხულ შეკითხვებზე მოუწევს პასუხის გაცემა. ამის შემდეგ დეპუტატები ლიბიაში სამხედრო ოპერაციის გაგრძელებას ან შეწყვეტას მისცემენ ხმას. 
მიუხედავად ამისა, პარიზში ნათლად მიანიშნეს, რომ მათი მიზანი კვლავ ლიბიის ლიდერის მუამარ კადაფის გადადგომაა. ნატო-ს სამხედრო ოპერაცია ლიბიაში უკვე ოთხი თვეა გრძელდება.  

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები