მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> საფრანგეთს ახალი, სოციალისტური მინისტრთა კაბინეტი ჰყავს

 საფრანგეთის მინისტრთა ახალი კაბინეტი პირველად შეიკრიბა და სოციალისტ პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდის ხელმძღვანელობით ითათბირა კიდეც.

სხდომის დაწყებამდე, როგორც ფრანგი ჟურნალისტები წერენ, კაბინეტის ახალმა წევრებმა ელისეის სასახლის საფეხურებზე ჟურნალისტებს, თურმე,  ნამდვილი დეფილე მოუწყვეს, ისე პოზირებდნენ  ფოტოგრაფების წინაშე.

ოლანდის მთავრობა პრემიერისა და 34 მინისტრისგან შედგება და პირველ სხდომაზე დაახლოებით ნახევარი საათით შეიკრიბნენ. ახალი მინისტრების უმეტესობა სამსახურში ფეხით მივიდა.

„მე ცოტათი ვიცნობ ელისეის სასახლეს, რა თქმა უნდა, არა როგორც მინისტრი. საჭირო იქნება, მას სწრაფად მივეჩვიო', - განუცხადა ჟურნალისტებს ზღვისიქითა ტერიტორიების საქმეთა მინისტრმა, ვიქტორენ ლიურელმა. მისმა კოლეგამ ვაჭრობის, ხელოსნობისა და ტურიზმის 34 წლის მინისტრმა, სილვია პინელმა ჟურნალისტებთნ აღიარა, რომ ღელავდა.

უფრო თავისუფლად გრძნობდა თავს კორეული წარმოშობის 38 წლის  ფლერ პელრენი, რომელსაც საშუალო და მცირე საწარმოთა, ინოვაციებისა და ციფრული ეკონომიკის მინისტრის პოსტი უკავია.

საზღვარგარეთელი ფრანგების საქმეთა მინისტრის, იამინ ბენგიგისთვის თავისებური დეფილე სიახლეს სრულებითაც არ წარმოადგენდა, რადგან იგი რეჟისორია და მსგავს რამეებს მიჩვეულია. საგარეო საქმეთა მინისტრი ლორან ფაბიუსია, ევროპულ საქმეთა მინისტრი კი ბერტრან კაზნევი, ხოლო განვითარების საქმეთა  მინისტრი 37 წლის ჟურნალისტი პასკალ კანფენია. კაბინეტის ყველაზე ახალგაზრდა წევრი კი მისი 34 წლის პრეს-მდივანი და ქალთა საქმეთა მინისტრი ნაჯატ ვალო-ბელკამი ეზოში არც გაჩრებულა, ისე შეაბიჯა ელისეის სასახლეში.

კაბინეტის მხოლოდ  სამი წევრი  გამოცხადდა ელისეის სასახლეში ავტომანქანით - პრემიერ-მინისტრი, ჟან-მარკ ეირო, თავდაცვის მინისტრი, ჟან-ივ დრიანი და სახელმწიფო რეფორმირების, დეცენტრალიზაციისა და სახელმწიფო სამსახურის საქმეთა მინისტრი, მარილიზ ლენბრანშიუ. თუმცა ამ უკანასკნელისთვის ამას სრულებითაც არ შეუშლია ხელი, რომ ეზოშიც და სასახლის მთავარი კიბის საფეხურებზე ფოტორეპორტიორების წინაშე კარგა ხანს ეპოზიორა.

პრესა.GE

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები