მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> საქართველო-აშშ-ის შორის სავაჭრო ურთიერთობების მოცულობის გაზრდაზე მოლაპარაკებები დაიწყება

აშშ-ში დასრულდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ნიკა გილაურის სამუშაო ვიზიტი. პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში ნიკა გილაური ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო სავაჭრო ორგანიზაციისა და მილენიუმის კორპორაციის ხელმძღვანელებს შეხვდა.
შეხვედრაზე განიხილეს 100-150-მილიონიანი ახალი კომპაქტი. საუბარია ახალ ინვესტიციაზე განათლების სექტორში. ამ თანხის ნაწილი მოხმარდება სკოლების რეაბილიტაციას, ნაწილი კი ახალი ამერიკული უნივერსიტეტის განვითარებას, სადაც ქართველ სტუდენტებს ამერიკული დიპლომის მიღება შეეძლებათ. მაისის ბოლოს დაიწყება მოლაპარაკებები საქართველოსა და აშშ-ის შორის სავაჭრო ურთიერთობების მოცულობის გაზრდასთან დაკავშირებით.
ასევე, ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორს, კრისტიან ლეგარდს შეხვდა. შეხვედრისას მხარეებმა საქართველოს და საერთაშორისო სავალუტო ფონდის ურთიერთობაზე ისაუბრეს.
'აღინიშნა, რომ საქართველოს ეკონომიკა ერთ-ერთი ყველაზე ჯანსაღია მსოფლიოში. ხაზგასმით აღინიშნა ბიუჯეტის დეფიციტი, საქართველოს დაბალი ვალი, დაბალი ინფლაცია და ჯანსაღი საბანკო სექტორი. გარდა ამისა, აღნიშნა, რომ საქართველოს მნიშვნელოვანი გამოცდილება აქვს ეკონომიკური პრობლემების გადალახვაში, დღეს გვაქვს მზარდი ეკონომიკა. ძალიან მნიშვნელოვანია ამ გამოცდილების გაზიარება', - განაცხადა ნიკა გილაურმა. 

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები