მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> საქართველო-ეგვიპტის ბიზნესფორუმი გაიმართება

სასტუმრო 'რედისონში' დღეს, საქართველო-ეგვიპტის ბიზნესფორუმი გაიმართება. ეკომომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ფორუმში მონაწილეობას  ქალაქ ალექსანდრიის ბიზნესმენთა დელეგაცია მიიღებს.

ფორუმს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე ირაკლი მატკავა გახსნის. ბიზნესფორუმის გახსნას დაესწრებიან საქართველოს ელჩი ეგვიპტის და სირიის არაბთა რესპუბლიკებში არჩილ ძულიაშვილი და ალექსანდრიის ბიზნესასოციაციის თავმჯდომარე მოჰამედ ბაჰაა გჰატვარი.

ეგვიპტის ბიზნესდელეგაციაში შემავალი ბიზნესმენები წარმოადგენენ კომპანიებს ფარმაცევტიკის, სამრეწველო, ტურიზმის, სოფლის მეურნეობის, საინჟინრო და საკონსულტაციო სექტორებიდან. მათი მიზანი, საქართველოში ბიზნესპარტნიორების მოძიება და საქმიანი ურთიერთთანამშრომლობის დამყარებაა.

დღის მეორე ნახევარში, ქართულ კომპანიებს შესაძლებლობა ექნებათ, შესაბამისი სექტორების მიხედვით შეხვდნენ და მოლაპარაკებები გამართონ პოტენციურ ბიზნესპარტნიორებთან.

ღონისძიება საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოსა და საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის ორგანიზებით გაიმართება.

Internet.ge

ე.შ

 

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები