მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> საქართველო-ევროკავშირს შორის გამარტივებული სავიზო რეჟიმი ხვალიდან ამოქმედდება

საქართველო-ევროკავშირს შორის გამარტივებული სავიზო რეჟიმი პირველი მარტიდან შევა ძალაში .
როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში დღეს გამართულ ბრიფინგზე მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ განაცხადა, საქართველოს ევროკავშირთან გამარტივებულ სავიზო მიმოსვლას სერიოზული პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს, გამარტივებული მიმოსვლა საქართველოს მოქალაქეებს საგრძნობლად გაუმარტივებს ურთიერთობად ევროპის ქვეყნებთან.
'ჩვენ, საგარეო საქმეთა სამინისტრო, მიესალმება ამ ფაქტს. ეს სერიოზული პოლიტიკური განაცხადია, რომ ევროკავშირი თავისი პოლიტიკის ერთგული რჩება საქართველოსთან მიმართებაში. ჩვენ მზად ვართ, დამატებითი ინფორმაცია მივაწოდოთ ყველა დაინტერსებულ პირს', - განაცხადა ნინო კალანდაძემ.
გამარტივებული სავიზო რეჟიმი საქართველოს რამდენიმე კატეგორიის მოქალაქეებისთვის ამოქმედდება. მათ შორის არიან ჟურნალისტები, სტუდენტები და ბიზნესმენები.
საქართველოს საგარეო უწყების ოფიციალური განმარტებით, სავიზო განაცხადის განხილვასთან დაკავშირებული მოსაკრებელი საქართველოს ყველა მოქალაქისათვის მცირდება 60 ევროდან 35 ევრომდე. ევროპის კავშირის ტერიტორიაზე მარტივდება ხელშეკრულების მონაწილე სახელმწიფოების ვიზების მიღების პროცედურა 22 კატეგორიის პირთათვის. მათ შორის, სავიზო განაცხადის განხილვასთან დაკავშირებული მოსაკრებლისგან გათავისუფლდებიან 12 კატეგორიის პირები.
გარდა ამისა, 13 კატეგორიის პირთათვის ინდივიდუალურად განისაზღვრა ვიზის მისაღებად წარსადგენი დოკუმენტის სახეობა. 11 კატეგორიის პირთათვის გათვალისწინებულია 1-წლიანი მრავალჯერადი ვიზის მიღება, თუ მათ წინა წელს მიღებული აქვთ ერთი ვიზა მაინც და ეს ვიზა გამოიყენეს შესვლისა და ყოფნის წესების შესახებ ადგილსამყოფელი წევრი სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად, ხოლო ამის შემდეგ ამ პირებს უფლება ექნებათ, მიიღონ 2-დან 5 წლამდე მრავალჯერადი ვიზა. გარკვეული კატეგორიის პირებზე პირდაპირ შეიძლება გაიცეს მრავალჯერადი ვიზა 5 წლამდე მოქმედების ვადით.

'ინტერპრესნიუსი'

შ.კ.

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები