მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> საქართველო-იაპონიის დიპლომატიური ურთიერთობის 20 წლის იუბილესთან დაკავშირებით ღონისძიებები გაიმართება

საქართველო-იაპონიის დიპლომატიური ურთიერთობის 20 წლის საიუბილეო პროგრამის ფარგლებში არაერთი კულტურული ღონისძიება განხორციელდება .
როგორც 'ინტერპრესნიუსს' იაპონიის საელჩოდან აცნობეს, 3 აგვისტოს, იაპონიის საელჩო ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 20 წლისთავს აღნიშნავს. 
საიუბილეო პროგრამის ფარგლებში, 3-5 აგვისტოს, კინოთეატრ 'რუსთაველში', წელს უკვე მეორედ, იაპონური კინოს ფესტივალი ჩატარდება. იაპონური კინოს ფესტივალი დღეს, 19:00 საათზე გაიხსნება, სადაც წარმოდგენილი იქნება მხატვრული ფილმი 'მოგზაურობა ჰარუსთან ერთად', რომელიც გადაღებულია მიაგის პრეფექტურაში, სადაც 2011 წლის 11 მარტს დამანგრეველი მიწისძვრა მოხდა. ფილმი ტრაგედიამდეა გადაღებული, მაგრამ მასში წამოწეული ხანდაზმულთა პრობლემების თემა ბევრ რამეზე ჩააფიქრებს მაყურებელს.
კინოფესტივალის გახსნის ცერემონიას და ფილმის ჩვენებას იაპონიის სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი საქართველოში მასაიოში კამოჰარა დაესწრება. 
4 და 5 აგვისტოს, ამ ფილმთან ერთად წარმოდგენილი იქნება მხატვრული ფილმი 'კვარტეტი!', რომელიც სანახევროდ იყო გადაღებული, როდესაც იაპონიაში მიწისძვრა მოხდა. სტიქიური უბედურების შემდეგ ფილმი დროულად რომ დასრულებულიყო ასობით იაპონელმა გამოთქვა კინოწარმოებაში მონაწილეობის მიღება. 

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები