მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> საქართველომ და ნიგერიამ დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარეს

საქართველომ და ნიგერიის რესპუბლიკამ, დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ ერთობლივ კომუნიკეს მოაწერეს ხელი.

ხელმოწერილი დოკუმენტის თანახმად, მხარეებმა უნდა განავითარონ  პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული კავშირები. ერთმანეთთან ურთიერთობებში კი, სახელმწიფოები იხელმძღვანელებენ სუვერენული თანასწორობის, თანამშრომლობისა და მეგობრობის, ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის, სახელმწიფო საზღვრების ურღვეობისა და ერთმანეთის შიდა საქმეებში ჩაურევლობის პრინციპებით.

ნიგერის მხრიდან ერთობლივ კომიუნიკეს ხელი მოაწერა, სახელმწიფოს მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროსთან, საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ბუბაკარ ბურაიმამ, საქართველოს მხრიდან კი, საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროსთან, საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ალექსანდრე ლომაიამ.

ხელმოწერის ცერემონიალი ნიუ იორკში, გაერო-სთან საქართველოს მუდმივ წარმომადგენლობაში გაიმართა. დამკვიდრებული პრაქტიკის შესაბამისად, დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ მხარეებმა ერთობლივი წერილით აცნობეს გაეროს გენერალურ მდივანს, ბან კი მუნს.

internet.ge

ე.შ

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები