მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> საქართველომ და რუანდამ დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარეს

საქართველომ და რუანდამ დღეს ხელი მოაწერეს ოქმს დიპლომატიური და საკონსულო ურთიერთობების დამყარების შესახებ. 
როგორც 'ინტერპრესნიუსს' გაერო-ში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობიდან აცნობეს, ხელმოწერილი ოქმის თანახმად, ერთმანეთთან ურთიერთობებში სახელმწიფოები იხელმძღვანელებენ მეგობრული ურთიერთობების, ეროვნული სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და სახელმწიფო საზღვრების ურღვეობის პრინციპებით. 
რუანდას მხრიდან ოქმს ხელი მოაწერა სახელმწიფოს მუდმივმა წარმომადგენელმა გაერო-სთან, საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ეჟენ-რიჩარდ გასანმა, საქართველოს მხრიდან _ საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა გაერო-სთან, საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ალექსანდრე ლომაიამ. 
ხელმოწერის ცერემონიალი ნიუ-იორკში, გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან საქართველოს მუდმივ წარმომადგენლობაში გაიმართა. დამკვიდრებული პრაქტიკის შესაბამისად, დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ მხარეებმა აცნობეს გაერო-ს გენერალურ მდივანს, ბენ კი მუნს. 
2011 წელს საქართველომ დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარა კიდევ 8 სახელმწიფოსთან, კერძოდ გვინეა-ბისაუსთან, კონგოსთან, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკასთან, მაურიტიუსთან, სოლომონის კუნძულებთან, სომალისთან, ტუვალუსთან და ჰონდურასთან. 
გაერო-ს 191 წევრი სახელმწიფოდან საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობები 154 სახელმწიფოსთან აკავშირებს.  

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები