მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> საქართველომ რუმინეთი 18:11 დაამარცხა

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ევროპის ერთა თასის 2011 წლის გათამაშების მორიგი შეხვედრა მოიგო.
ქართველმა მორაგბეებმა დღეს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე რუმინეთის გუნდი ანგარიშით 18:11 დაამარცხეს.

ქართველმა მორაგბეებმა მეტოქეს ორი ლელო დაუდეს, ერთ-ერთი მათგანი დავით ზირაქიშვილმა, ხოლო მეორე ბესიკ ხამაშურიძემ პირველ ტაიმში გაიტანეს. ქართველებმა გარდა ამისა, მეტოქეს გაუტანეს ორი ჯარიმა და ერთი გარდასახვა.

რაც შეეხება რუმინეთის მონაგარს, რუმინელმა მორაგბეებმა ერთი ლელო მეორე ტაიმში გაუტანეს და ერთი ჯარიმა ზუსტად შეასრულეს.

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ერთა თასის გათამაშების მორიგ შეხვედრას რუსეთის ნაკრების წინააღმდეგ, სოჭში გამართავს.

onlinenews.ge

მ.ბ 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები