მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> საქართველოსა და ბულგარეთს შორის საჰაერო მიმოსვლა იწყება

საქართველოსა და ბულგარეთს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა იწყება. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ვერა ქობალიამ და ბულგარეთის ტრანსპორტის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციების მინისტრმა ალექსანდრ ცვეტკოვმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, ორ ქვეყანას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ.

აღნიშნული შეთანხმება ითვალისწინებს ყველა იმ შეზღუდვის მოხსნას, რაც აქამდე ხელს უშლიდა ორ ქვეყანას შორის საჰაერო მიმოსვლის თავისუფლად განხორციელებას. ამ დრომდე საქართველოსა და ბულგარეთს შორის მხოლოდ ჩარტერული რეისები სრულდებოდა, ხოლო ერთ თვეში ორ ქვეყანას შორის პირდაპირი ავიარეისები შესრულდება.
როგორც ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, ხელშეკრულებამ ხელი უნდა შეუწყოს მგზავრთა გადაყვანისა და სატრანსპორტო გადაზიდვების არეალის გაფართოებას და აღნიშნულ სფეროში მომსახურების გაუმჯობესებას. ვერა ქობალიას განცხადებით, აღნიშნული შეთანხმება ქართულ ავიაკომპანიებს მისცემს საშუალებას, ზედმეტი ბიუროკრატიული ბარიერების გვერდის ავლით შევიდნენ ბულგარეთის ავიაბაზარზე და პირიქით.

„ყოველივე ეს კიდევ უფრო დააახლოებს ორ ქვეყანას და გაზრდის მგზავრთა ნაკადს საქართველოსა და ბულგარეთს შორის. მსგავსი შეთანხმების გაფორმება ჩვენი პოლიტიკის ნაწილი, რაც მიზნად ისახავს საქართველოს საჰაერო ბაზრის ლიბერალიზებას. ყოველივე ეს გაზრდის კონკურენციას აღნიშნულ ბაზარზე, გააუმჯობესებს მომსახურების ხარისხს და გავლენას მოახდენს საფასო პოლიტიკაზე დაწევის მიმართულებით', - აღნიშნა ქობალიამ.

onlinenews.ge

მ.ბ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები