მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> საქართველოსა და თურქეთს შორის მიმოსვლა მხოლოდ პირადობის მოწმობებით იქნება შესაძლებელი

თურქეთთან ორმხრივი ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, საქართველოსა და თურქეთის მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ, საზღვარი პირადობის მოწმობით გადაკვეთონ . ამის შესახებ დღევანდელ ბრიფინგზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ განაცხადა.
'ორ სახელმწიფოს შორის იხილება საზღვრის გადაკვეთის გამარტივებული რეჟიმი. ნაწილობრივ ასეთი რეჟიმი არსებობს, თუმცა ეს არ ვრცელდება ყველა სასაზღვრო გადამკვეთ პუნქტზე. ორი სახელმწიფოს ინტერესებშია, რომ მოქალაქეებისათვის გამარტივდეს მიმოსვლა, რადგან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები განსაკუთრებულად გაღრმავებული გვაქვს თურქეთთან და სურვილი გვაქვს, რომ კიდევ უფრო დაიხვეწოს ეს ურთიერთობები', - განაცხადა ნინო კალანდაძემ.
მისივე თქმით, ხელშეკრულებაში ამ ცვლილების შეტანა დაკავშირებულია ტექნიკურ პრობლემებთან, რომლის მოგვარების შემთხვევაშიც, მხოლოდ პირადობის მოწმობებით მიმოსვლა სრულიად შესაძლებელია.
'ეს არის დაკავშირებული ტექნიკურ საკითხებთან, რადგან უნდა არსებობდეს შესაძლებლობა, რომ მესაზღვრემ პირადობის მოწმობა ეროვნულ ენაზე წაიკითხოს. ამ ბარიერის აღმოფხვრის შემდეგ ეს საკითხი მოგვარდება', - განაცხადა ნინო კალანდაძემ.
საქართველო-თურქეთს შორის უპასპორტო მიმოსვლასთან დაკავშირებით, გუშინ ინტერნეტ-გამოცემა SETimes-ი წერდა, რომლის მტკიცებითაც, ე.წ. 'ერთიან კავკასიად' წოდებული პროექტი, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ახმედ დავითოღლუმ და საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკშვილმა, გასულ თვეს, თბილისში განიხილეს.

'ინტერპრესნიუსი'

შ.კ.

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები