მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> საქართველოსა და მოლდოვას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 20 წლისთავი აღინიშნა

საქართველოსა და მოლდოვას რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 20 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს გრიგოლ ვაშაძესა და მოლდოვას რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს, საგარეო საქმეთა და ევროინტეგრაციის მინისტრს იურიე ლეანკეს შორის წერილები გაიცვალა.

საგარეო უწყების ხელმძღვანელთა წერილებში აღნიშნულია საქართველოსა და მოლდოვას რესპუბლიკას შორის არსებული მეგობრული ურთიერთობები, ორი ქვეყნის თანამშრომლობა ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატში, სწრაფვა ევროპული ინტეგრაციისაკენ და ამ მიმართულებით ურთიერთმხარდაჭერისა და თანადგომის მნიშვნელობა.

წერილებში, მხარეთა მიერ, ასევე ხაზგასმულია მოლდოვას რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს გახსნის მნიშვნელობა და აღნიშნულია, რომ ეს გარემოება ახალ სტიმულს მისცემს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს და ხელს შეუწყობს ორმხრივი პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების უფრო მეტად განვითარებასა და გაღმავებას.

internet.ge

ე.შ

 

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები