მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> საქართველოს ახლად არჩეული პარლამენტის პირველი სხდომა არჩევნებიდან 20 დღის განმავლობაში უნდა გაიმართოს

საქართველოს ახლად რჩეული პარლამენტის პირველი სხდომა არჩევნებიდან 20 დღის განმავლობაში უნდა გაიმართოს. ამას კონსტიტუცია ითვალისწინებს. 
ქვეყნის ძირითადი კანონის თანახმად, პირველი სხდომის დღეს პრეზიდენტი დანიშნავს. პარლამენტი მუშაობას დეპუტატთა არანაკლებ ორი მესამედის უფლებამოსილების დადასტურების შემთხვევაში შეუდგება.
გარდა ამისა, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ საპარლამენტო არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნების დღიდანვე ძალაში შედის საკონსტიტუციო მუხლი, რომლის თანახმად, საქართველოს პარლამენტის ადგილსამყოფელად ქალაქი ქუთაისია განსაზღვრული.
ამასთან დაკავშირებით კონსტიტიციაში შესული ერთ-ერთი ბოლო ცვლილებით, პარლამენტის ადგილსამყოფლის დროებით შეცვლა მხოლოდ საგანგებო და საომარი მდგომარეობის დროს არის დასაშვები.  

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები