მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> საქართველოს დამოუკიდებლობის დღე

 

ძვირფასო თანამემამულეებო,

ნება მომეცით მოგილოცოთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, თითოეული ქართველისთვის ყველაზე სათაყვანო დღე, ვინაიდან  ქვეყნის დამოუკიდებლობა და სახელმწიფოებრიობა ყველაზე მეტად ძვირფასია.

გასულმა წლებმა აჩვენა, რომ ქართველი ერის არჩევანი ისტორიული და წმინდაა, ამ არჩევანისთვის  - თავისუფალი და დამოუკიდებელი საქართველოსთვის ჩვენი ერის მრავალმა თაობებმა იბრძოლა და თავი გაწირა. დამოუკიდებლობა ნიშნავს უფლებას, თავად ავირჩიოთ ჩვენი მომავალი, თავადვე განვსაზღვროთ ჩვენი განვითარების კურსი, რომელიც იქნება წარმატებული და იმავდროულად ღირსეული ჩვენი ქვეყნის დასაცავად და გასაძლიერებლად. ერს, რომელიც მუდმივად შიშისა და საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ არსებობს, არ აქვს მომავალი. სწორედ ამიტომ მე მინდა ვუსურვო მთელ ქართველ ხალხს, საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ მცხოვრებთ, იყვნენ დამოუკიდებელნი, თავისუფალნი და თავიანთი იდეალების ერთგულნი.

 ჩვენ მრავალი გამოცდა გავიარეთ, მრავალი სიძნელე გადავლახეთ და დღეს თამამად შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი სამშობლო თავისი განვითარების ახალ ეტაპზე გადადის, ისახავს რა მიზნად უფრო დიად მიზნებს. დარწმუნებული ვარ, რომ ერთიანი ძალებით ჩვენ შევძლებთ ავაშენოთ და  ჩვენს შთამომავლობას დავუტოვოთ  ძლიერი და აყვავებული სახელმწიფო. საქართველოს და მის ხელისუფლებას შესწევს ძალა დასძლიოს ნებისმიერი სიძნელე, წაიყვანოს საქართველო დემოკრატიის, წარმატებული რეფორმებისა და განვითარების გზაზე, გაუფრთხილდეს მის დამოუკიდებლობას, რომელიც მუდმივი და შეუქცევადი უნდა გახდეს. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი მხარდაჭერით გადავჭრით ნებისმიერ პრობლემას და გადავლახავთ ნებისმიერ დაბრკოლებას.

მახარებს იმ ფაქტის გაცნობიერება, რომ ქართული დიასპორა დღეს უკვე ორგანიზებულ, პოლიტიკურ და კულტურულ ძალას წარმოადგენს, რომელმაც შეინარჩუნა მშობლიური ენა, ტრადიციები, კულტურა. თქვენ უდიდესი წვლილი გაიღეთ 2008 წელს საქართველოს გადარჩენისათვის. ახლაც არსებობს მცდელობები ჩაითრიონ საქართველო პოლიტიკურ ინტრიგებში, მაგრამ არც ერთი საღად მოაზროვნე ქართველი არ მიიღებს მონაწილეობას ამ მაქინაციებში და თითოეული თქვენგანი დაიცავს საქართველოს სახელმწიფოებრივ ინტერესებს. პრობლემები არსებობს და იარსებებს, მაგრამ ეს პრობლემები ერთად უნდა გადავჭრათ. მჯერა, რომ საქართველო, როგორც სახელმწიფო განვითარდება ჩვენი ერთობლივი ურთიერთთანამშრომლობით და ერთობლივი ძალისხმევით. სიმბოლურია, რომ დიასპორის დღე ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს მოსდევს და ეს ორი თარიღი აერთიანებს და აკავშირებს საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ მცხოვრებ ქართველებს დიადი, ჩვენი ქვეყნის სასიკეთო  მიზნების განსახორციელებლად.

გილოცავთ დამოუკიდებლობისა და დიასპორის დღეს!

მირზა (პაპუნა) დავითაია

 

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები