მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> საქართველოს დიდი ბრიტანეთის პარლამენტის საპარლამენტთაშორისო კავშირის ჯგუფი ეწვევა

საქართველოში დღეს დიდი ბრიტანეთის პარლამენტის საპარლამენტთაშორისო კავშირის ჯგუფი ჩამოვა .
დელეგაცია საქართველოს პარლამენტში მივა, დაათვალიერებს საკანონმდებლო ორგანოს და შეხვდება პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილე მიხეილ მაჭავარიანს, პარლამენტის დიდი ბრიტანეთის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წვრებს, საქართველოს პარლამენტის საპარლამენტთაშორისო კავშირში მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრებს, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი მინაშვილს.
დღესვე, 'ფრონტლაინ კლუბში' მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართება, დღის ბოლოს დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, ჯუდით გოფის სახელით მიღება გაიმართება.
სტუმრები შეხვედრებს სამშაბათსაც გააგრძელებენ და შეხვდებიან ბრიტანეთის საბჭოს წარმომადგენლებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის წევრებს, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივან გიგა ბოკერიას, საპარლამენტო უმრავლესობას და საპარლამენტო ოპოზიციას.
ოთხშაბათს კი, დელეგაციის წევრები ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს ოძისსა და მუხრანში შეხვდებიან. ასევე, დაათვალიერებენ მცხეთას და პროფესიული კავშირების წარმომადგენლებს შეხვდებიან. დღის ბოლოს კი მათ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მიიღებს.
დიდი ბრიტანეთის პარლამენტის საპარლამენტთაშორისო კავშირის დელეგაცია შვიდი დელეგატის შემადგენლობით საქართველოს 24 თებერვალს დატოვებს.

'ინტერპრესნიუსი'

შ.კ.

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები