მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> საქართველოს დრამატული გამარჯვება სარაევოში

საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის D ჯგუფის ლიდერია - იგორ კოკოშკოვის გუნდმა გუშინ ღამით სარაევოში უდრამატულეს ორთაბრძოლაში დაამარცხა მთავარი კონკურენტი ბოსნია-ჰერცეგოვინა 96:95 და პირველ ადგილზე გადავიდა.

ქართველებმა გადავსებულ „მირზა დელიბაშიჩზე' მაღალი კლასის კალათბურთი აჩვენეს - მოედანზე იყო გამოცდილი, განსწავლული, შეკრული, კარგად მომზადებული სერიოზული გუნდი, რომელსაც ძალუძს რთული ამოცანების გადაჭრა. ვთვლი, რომ ბოლო ათწლეულის განმავლობაში ეს იყო ჩვენი გუნდის ერთ-ერთი საუკეთესო თამაში, სადაც მან იმ მუშაობის შედეგი წარმოაჩინა, რაც მთავარმა მწვრთნელმა იგორ კოკოშკოვმა და მისმა ასისტენტებმა გასწიეს.  

მეტოქე იყო მეტად სერიოზული და ძლიერი, ბოსნია ბოლო წამებამდე იბრძოდა და ამცირებდა იმ დიდ უპირატესობას, რომელიც საქართველომ სტარტიდანვე მოიპოვა, მაგრამ კრიტიკულ და გადამწყვეტ მომენტში ქართველებმა გაუძლეს მეტოქის და მისი გულშემატკივრების ზეწოლას და ურთულესი გამარჯვება მოიპოვეს.

სარაევო „მირზა დელიბაშიჩი' (6 000) ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის D ჯგუფი

ბოსნია - საქართველო 95:96 (9:28, 29:26, 34:23, 23:19)

საქართველო: სანიკიძე (19 ქულა, 11 მოხსნა), პულენი (20), ფაჩულია (16 - 7), მარკოიშვილი (17), ცინცაძე (12 - 4), შენგელია (12 - 6).

საქართველოს ნაკრების კალენდარი

24        აგვისტო                      საქართველო - ლატვია
27        აგვისტო                      ჰოლანდია - საქართველო
2          სექტემბერი                 რუმინეთი - საქართველო
5          სექტემბერი                 საქართველო - ბოსნია
8          სექტემბერი                 ლატვია - საქართველო
11        სექტემბერი                 საქართველო - ჰოლანდია

internet.ge

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები