მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> საქართველოს დღეს შვედეთის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვევა

 

საქართველოს დღეს შვედეთის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი კარლ ბილდტი ორდღიანი ვიზიტით  ეწვევა. აღნიშნილის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო კალანდაძემ ორშაბათის ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტის დღის წესრიგი საკმაოდ ფართოა. გაიმართება მაღალი დონის შეხვედრები.

'განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა შვედეთის განვითარების სააგენტოს(SIDA) საქმიანობას საქართველოში. ეს კარლ ბილდტის მერვე ვიზიტია საქართველოში. ის ჩვენს ქვეყანაში მარტში იმყოფებოდა და ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ შვედეთის მხრიდან საქართველოს მიმართ დაინტერესება დიდია', - განაცხადა კალანდაძემ.

მინისტრის მოადგილის განმარტებით, ქართული მხარე შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების შესახებ და რუსეთის მიერ დაგეგმილ ტერაქტებთან დაკავშირებით ინფორმაციას  მიაწვდის.

 

ჯეონიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები