მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> საქართველოს ევროპის პარლამენტის წევრები ესტუმრნენ

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დღეს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ევროპის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ელმარ ბროკი და ევროპის პარლამენტში საქართველოს საკითხებზე მომხსენებელი კრჟიშტოფ ლისეკი ესტუმრნენ. 

,,დაგეგმილია შეხვედრები პრეზიდენტთან, პრემიერთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან. დაინტერესებული ვართ, არჩევნების შემდეგ განვითარებული მოვლენებით და მინდა, ვნახო, როგორ წარიმართა ხელისუფლების გადაბარების პროცესი და მიდის თუ არა ყველაფერი სწორი გზით. ვიზიტის მთავარი თემაა სამეზობლო პოლიტიკა, საქართველო ევროკავშირის ურთიერთობები და მათი კიდევ უფრო გაღრმავების გზები', - განაცხადა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ელმარ ბროკმა.

,,აქ იმისთვის ჩამოვედით, რომ შევამოწმოთ არჩევნების შემდეგ არსებული მდგომარეობა, პოლიტიკური სიტუაცია და ურთიერთობა მთავრობასა და პრეზიდენტს შორის. დღეს პრეზიდენტს, პრემიერს, საგარეო საქმეთა და ევროინტეგრაციის საკითხებში მინისტრებს შევხვდებით. იმედი გაქვს, რომ საქართველო ისევ დასავლეთისკენ მიმავალ გზას ადგას', - აცხადებს სტუმარი.

newposts.ge

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები