მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> საქართველოს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ეწვევა

საქართველოში დღეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ჰერმან ვან რომპოი ჩამოვა.

საგარეო უწყების ინფორმაციით, პრეზიდენტის ვიზიტი კიდევ ერთხელ ადასტურებს ევროკავშირის განსაკუთრებულ ინტერესს საქართველოსადმი და ქვეყნისადმი ევროკავშირის მტკიცე პოლიტიკური მხარდაჭერის დემონსტრირებას  წარმოადგენს.

ვიზიტის ძირითად მიზანს წარმოადგენს საქართველოში არსებული პოლიტიკური მდგომარეობის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების, ასევე ევროკავშირთან თანამშრომლობის აქტუალური საკითხების განხილვა.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან. ასევე, ვიზიტის ფარგლებში რომპოი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან დავით ბაქრაძესთან.

Internet.ge

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები