მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> საქართველოს თავდაცვის მინისტრის ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია სომხეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია სომეხ კოლეგას სეირან ოჰანიანს და სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს სერჟ სარგსიანს შეხვდა. 

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაციის ოფიციალური დახვედრის ცერემონიალი დღეს სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროში გაიმართა. 
პირისპირ შეხვედრაზე მინისტრებმა თავდაცვის სფეროში ორმხრივ თანამშრომლობაზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. მხარეებმა რეგიონული უსაფრთხოების საკითხებიც განიხილეს. განისაზღვრა საქართველოსა და სომხეთის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის პრიორიტეტები - სამხედრო განათლება და საერთაშორისო ოპერაციებში მონაწილეობის გამოცდილების გაზიარება. 
დღესვე, სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროში გაფართოებული შეხვედრა გაიმართა, რომელსაც სომხეთის თავდაცვის სამინისტროს წამომადგენლები და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაციის წევრები დაესწრნენ. შეხვედრების დასრულების შემდეგ, სომხეთისა და საქართველოს თავდაცვის მინისტრებმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს. 
'პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის ერთ-ერთი პირველი ვიზიტი სწორედ სომხეთში შედგა. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ორი სახელმწიფოს ურთიერთობა ვითარდება და კიდევ უფრო გაღრმავდება. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ურთიერთობა ყველა სფეროს მოიცავს. რეგიონალურ უსაფრთხოებაზე პირველ რიგში რეგიონის ქვეყნებმა უნდა იზრუნონ. ამიტომაც ჩვენს ურთიერთობას, ღრმა შინაარსიან და წინდახედულ სამომავლო უსაფრთხოების სტრატეგიას უდიდესი მნიშვნელობა აქვს' - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გაღრმავება, სომხეთის პრეზიდენტისა და საქართველოს თავდაცვის მინისტრის შეხვედრის მთავარი თემა იყო. ირაკლი ალასანიამ პრეზიდენტ სერჟ სარგსიანს თავდაცვის მინისტრთან შეხვედრის შედეგები და სამომავლო გეგმები გააცნო.

'ჯი-ეიჩ-ენი'

ე.შ

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები