მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები დღეს სტუმრად ლატვიას დაუპირისპირდება

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები დღეს ევროპის 2013 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მორიგ შეხვედრას გამართავს. შესარჩევი ეტაპის მეორე წრის მატჩში ქართველი კალათბურთელები სტუმრად ლატვიის ნაკრებს 
დაუპირისპირდებიან. შეხვედრა თბილისის დროით 18:05 საათზე დაიწყება და მის ტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი განახორციელებს. 
საქართველოს ნაკრებმა ლატვია პირველ წრეში თბილისში ბოლო წამებზე, ჯეიკობ ფულენის  სამქულიანით, 79-76 დაამარცხა. 
დღევანდელი მდგომარეობით, D ჯგუფში საქართველოს,  ლატვიის მსგავსად,  6 ქულა აქვს და ამ გუნდთან 2-3 ადგილს იყოფს, ჯგუფის ლიდერი კი ბოსნიის ნაკრებია, რომელმაც 5 სექტემბერს საქართველო თბილისში 107-103 დაამარცხა. 
საქართველოს ნაკრებს ფინალურ ეტაპზე გასასვლელად დარჩენილ ორ შეხვედრაში ერთი მოგებაც ყოფნის. ბოლო შეხვედრას საქართველოს ნაკრები ჰოლანდიასთან 11 სექტემბერს, თბილისში გამართავს.

იხილეთ ბმული: ლატვია VS საქართველო - ვინ შეასწრებს სლოვენიაში?

ინტერპრესნიუსი

ე.შ 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები