მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დიდმოწამე დედოფლის წმინდა შუშანიკის ხსენების დღეს აღნიშნავს

ქართული მართლმადიდებელი ეკლესია დღეს დიდმოწამე დედოფლის წმინდა შუშანიკის ხსენების დღეს აღნიშნავს. 

წმინდანის ხსენება განსაკუთრებით მეტეხის ტაძარში აღინიშნება, სადაც დედოფალია დაკრძალული.

ეროვნებით სომეხი, ქრისტიანულ ოჯახში აღზრდილი წმინდანი ბავშვობიდანვე ღვთის შიშითა და სიყვარულით გამოირჩეოდა. იგი დიდი ნებისყოფის, გამძლეობის მქონე და სარწმუნოებისთვის თავდადებული პირია. ის სარწმუნოებისთვის V საუკუნეში, 475 წელს აღესრულა.

წმინდა დიდმოწამე შუშანიკი ჰერეთის პიტიახშის - ვარსქენის მეუღლე იყო. იმ დროს ქართლში სპარსელები ბატონობდნენ. სპარსეთი სამეფო კართან კეთილი ურთიერთობის დამყარების მიზნით, ვარსქენმა საკუთარი ნებით ჭეშმარიტი სარწმუნოება უარყო და მაზდეანობა მიიღო.

როდესაც შუშანიკმა შეიტყო, რომ მას და თავის შვილებს მეუღლე გამაჰმადიანებას უპირებდა, იგი თავისი სამი ძით და ერთი ასულით ეკლესიაში წავიდა, იქვე დასახლდა და ღმერთს მისი შვილების შეწყალებასა და დაცვას სთხოვდა.

შუშანიკმა სარწმუნოების შენარჩუნებისთვის ქმარი, შვილები, დედოფლის საპატიო სახელი პატიმრის მდგომარეობაზე გაცვალა და მართლმადიდებლობისთვის სასტიკად ეწამა.

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები