მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> საქართველოს მთავრობა რეინვესტიციის ტემპით კმაყოფილია

საქართველოს მთავრობა რეინვესტიციის ტემპით კმაყოფილია. როგორც დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ვერა ქობალიამ განაცხადა, 2011 წელს განხორციელებულ უცხოურ პირდაპირ ინვესტიციებში რეინვესტიციის წილი საკმაოდ მაღალ ნიშნულზე- 38,5 %-ზე დაფიქსირდა.

მინისტრის თქმით, ის რომ ინვესტორი საქართველოში რეინვესტიციას ახორციელებს ეს უკვე ნიშანია, იმისა რომ საქართველოს მიმართ ნდობა იზრდება და ინვესტორს მეტი სტიმული უჩნდება საკუთარი ბიზნესი განავითაროს და უფრო გააფართოვოს. ვერა ქობალიას განმარტებით, წინასწარი ინფორმაციით, რეინვესტიციის მოცულობამ 2011 წელს 377 მლნ. დოლარი შეადგინა.

„წინასწარი მონაცემებით, 2011 წელს საქართველოში თითქმის 1 მლრდ. დოლარის ინვესტიცია შემოვიდა. 2011 წელს ინვესტიციები 20 %-ითაა გაზრდილი. ინვესტიციების კუთხით ის რომ მრეწველობა გავიდა პირველ ადგილზე პირდაპირ ასახვას პოვებს ახალი სამუშაო ადგილების შექმნაზე. ის რომ 2011 წელს რეინვესტიცია დაფიქსირდა უკვე იმ კომპანიების მიერ, რომლებიც უკვე დაფუძნებულნი იყვნენ საქართველოში ეს არის იმის მაჩვენებელი, რომ ეს კომპანიები საქართველოში თავს კომფორტულად გრძნობენ და აგრძელებენ ინვესტიციების განხორციელებას',- აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი.

„საქსტატის' წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2011 წელს 981 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 20 პროცენტით აღემატება 2010 წლის დაზუსტებულ მაჩვენებელს. „საქსტატის' ინფორმაციით, 2010 წელს საქართველოში 815 მლნ. დოლარის ინვესტიცია განხორციელდა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2011 წელს შემომავალი ნაკადების მოცულობამ 1367 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. წინასწარი სტატისტიკური ინფორმაციის თანახმად, 2011 წელს საქართველოში განხორციელებული ინვესტიციებიდან 891 მლნ დოლარი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია, ხოლო 377 მლნ დოლარი რეინვესტიცია იყო.

„საქსტატის' ინფორმაციით, 2011 წელს ყველაზე მეტი ინვესტიცია ნიდერლანდებიდან (სინასწარ 21,8 მლნ. დოლარი) და დანიიდან (წინასწარ 10,2 მლნ დოლარი) განხორციელდა.

2011 წელს ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია დამამუშავებელი მრეწველობის სექტორში განხორციელდა და 181 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა.

ghn

ე.შ

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები