მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> საქართველოს მომავალმა ბრიტანეთის არმიას სძლია

ინგლისში საწვრთნელ შეკრებაზე მყოფმა საქართველოს მორაგბეთა მომავლის ნაკრებმა ბრიტანეთის არმიის გუნდი 30:17 დაამარცხა. ლევან მაისაშვილისა და ნიკოლოზ ჭავჭავაძის მიერ გაწვრთნილი გუნდისათვის ეს პირველი შეხვედრა იყო.
ექსპერიმენტული შემადგენლობის გამო, საქართველოს რაგბის კავშირის გადაწყვეტილებით ბრიტანეთში წამსვლელ ნაკრებს მომავლის ნაკრები დაერქვა.
ჯერჯერობით არსად არ გამოქვეყნებულა მატჩის ოფიციალური ოქმი, სადაც გუნდების შემადგენლობები ეწერება. ერთადერთი, რაც ბრიტანულმა ვებ-გვერდებმა გამოაქვეყნეს ანგარიში და ქულების მომტანი მორაგბეები არიან.
პირველი ტაიმი საქართველოს მომავლის ნაკრებმა 20:0 მოიგო და მხოლოდ მეორე ნახევარში მისცა მეტოქეს ქულების აღების საშუალება. ქართველებმა სულ 4 ლელო გაიტანეს - ორი შერკინების პირველხაზელმა კარლენ ასეიშვილმა, ერთი გარემარბმა გიორგი შკინინმა და ერთიც ჰუკერმა ჯაბა ბრეგვაძემ. 2 გარდასახვა და 2 საჯარიმო 15 ნომრის, ირაკლი ყიასაშვილის ანგარიშზეა.
შეკრებაზე მყოფ ნაკრებს სამი მორაგბე გვიან შეუერთდა - ირაკლი ჩხიკვაძე, ვიქტორ კოლელიშვილი და ჯაბა ბრეგვაძე. სამივე მათგანი გასულ შაბათს რუსებთან სათამაშოდ სოჭში იყო წასული. ჯაბა ბრეგვაძემ დათვებთან მოგებულ დაპირისპირებაშიც დადო ლელო.
28 მარტს მომავლის ნაკრები კიდევ ერთ შეხვედრას გამართავს. ამჯერად ჩვენი მეტოქე ოქსფორდის უნივერსიტეტის გუნდი იქნება.
ბრიტანეთის არმია: ლელოები: ნაკავამუტუ (59 წთ), პრასადი (67 წთ), დელიეტამანი (80 წთ); გარდასახვა: მარტინი (80 წთ)
საქართველოს მომავლის ნაკრები: ლელოები: ასეიშვილი 2 (6, 29 წთ), შკინინი (22 წთ), ბრეგვაძე (79 წთ); გარდასახვა: ყიასაშვილი (12, 79 წთ), საჯარიმო: ყიასაშვილი 2 (40, 47 წთ)

ტაბულა

მ.ბ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები