მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> საქართველოს მოსახლეობა ახალ პარლამენტს ირჩევს

დღეს, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, საპრლამენტო არჩევნებია. საპარლამენტო არჩევნებთან ერთად, დღესვე  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებიც იმართება. 

მოქალაქეები პარლამენტს  4 წლის ვადით ირჩევენ. დეპუტატთა რაოდენობა  150- ით განისაზღვრა, აქედან, 77 დეპუტატი პროპორციული საარჩევნო სისტემით აირჩევა, ხოლო 73 წევრი - მაჟორიტარული.

საქართველოს მთელს ტერიტორიაზე საარჩევნო უბნები 08:00 საათიდან 20:00 საათამდე იმუშავებს.

არჩევნები ტარდება საზღვარგარეთ გახსნილ 45 საარჩევნო უბანზეც.

ცესკოს ინფორმაციით, 1-ელ ოქტომბერს არჩევნები საქართველოს 73 ოლქის 3 648 უბანზე ჩატარდება.

ცესკო-მ საპარლამენტო არჩევნებისთვის 71 ე.წ სპეციალური უბანი გახსნა. ორი მსგავსი უბანი გახსნილია საავადმყოფოებში, ხოლო დანარჩენი - სასჯელაღსრულების სისტემის დაწესებულებებში, შეიარაღებული ძალების ნაწილებსა და პოლიციაში.

პირველი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს მონიტორინგს 61 საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია გაუწევს.

internet.ge

ე.შ

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები