მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> საქართველოს ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე ალექსანდრ ვერშბოუ ეწვევა

საქართველოს 28 ივნისს ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე ალექსანდრ ვერშბოუ ეწვევა.
ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანიამ დღეს გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა. 
მისივე თქმით, ვერშბოუ მონაწილეობას მიიღებს ბათუმში თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაში. 
'ვერშბოუს ვიზიტი სასიხარულო ფაქტია და საქართველოსა და ალიანსს შორის არსებული დიალოგის გაგრძელებად უნდა შეფასდეს', - განაცხადა დავით ჯალაღანიამ. 
ვერშბოუს ვიზიტი საქართველოში 29 ივნისს დასრულდება.

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები