მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობა ნეიტრალური პირადობის მოწმობებიის აღებას შეძლებს

 

აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში მცხოვრებთათვის ნეიტრალური მოწმობების გაცემის შესახებ კანონპროექტი უკვე ინიცირებულია.

შესაბამისი ცვლილება საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის პირადობის მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ კანონში შევა.

კანონპროექტის თანახმად, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ყველა პირს, სურვილის შემთხვევაში, ნეიტრალური მოწმობის აღების შესაძლებლობა ექნება. ნეიტრალური მოწმობების მქონე პირები, როგორც ოკუპირებულ, ისე საქართველოს მთელ ტერიტორიაზე შეუზღუდავად გადაადგილდებიან.

საკანონმდებლო ინიციატივა ნეიტრალური მოწმობების გაცემის შესახებ მთავრობას ეკუთვნის და მას პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს.

ჯეონიუსი

ე.შ

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები