მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> საქართველოს პარლამენტი კახიშვილის საქმეზე, სავარაუდოდ, საერთაშორისო ორგანიზაციების ინფორმირებას მოახდენს

საქართველოს პარლამენტი რუსეთის ქალაქ სამარაში მოკლულ მამუკა კახიშვილის საქმეზე, სავარაუდოდ, საერთაშორისო საზოგადოებისა და ორგანიზაციების ინფორმირებას მოახდენს . ამის შესახებ ჟურნალისტებს დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნუგზარ წიკლაურმა განუცხადა.
მისი თქმით, საგარო საქმეთა სამინისტრო და ერთ-ერთი სამართალდამცველი უწყება კახიშვილის საქმეზე დამატებითი ინფორმაციას აგროვებს.
წიკლაურის განმარტებით, ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, პარლამენტი რეაგირების გეგმავს დასახავს და სავარაუდოდ, გეგმის მთავარი მიმართულება საერთაშორისო ორგანიზაციების ინფორმირება იქნება.
დეპუტატს მიაჩნია, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები უნდა დააკვირდნენ, თუ რამდენად სწორად მიდის გამოძიება და დაისჯებიან თუ არა ადამიანები, ვინც დანაშაული ჩაიდინა.
წიკლაურის ინფორმაციით, კახიშვილის ოჯახის წევრებთან დეპუტატები, შეხვედრასაც გეგმავენ.
'ერთის მხრივ, რუსეთის ხელისუფლება წლების განმავლობაში, ქსენოფობიას და სხვა ერების წინააღმდეგ შუღლს აღვივებდა, მეორე მხრივ, რუსეთი არადემოკრატიული ქვეყანაა, სადაც ადამიანის სიცოცხლეს დაბალი ფასი აქვს' ,- განაცხადა წიკლაურმა და დასძინა, რომ რუსეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები ფრთხილად უნდა იყვნენ, რადგან ისინი ცხოვრობენ ისეთ ქვეყანაში, სადაც ადამიანის ფუნდამენტური უფლებები, დაცული არ არის. 
რუსეთის ქალაქ სამარაში მამუკა კახიშვილი 2011 წლის თებერვალში, ერთ-ერთ კაფესთან მილიციელებმა ცემით მოკლეს. მოკლულს სხეულზე წამების კვალი აღენიშნებოდა.  

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები