მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> საქართველოს პარლამენტი - ქუთაისში

საკონსტიტუციო ცვლილება, რომლითაც პარლამენტის ადგილსამყოფელი მხოლოდ ქუთაისი იქნება, პარლამენტმა გუშინ პირველი მოსმენით მიიღო.

თუმცა, საპარლამენტო უმცირესობა პარლამენტის ქუთაისში გადატანის წინააღმდეგია.

საკანონმდებლო ორგანომ პირველი მოსმენით განიხილა პროექტი, რომელზე მსჯელობაც კომიტე­ტების დონეზე უკვე შედგა. საქმე ეხება პარლამენტის ადგილმდებარეობის შეცვლას და მის ქუთა­ისში გადატანას. იმის გათვალისწინებით, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მშენებ­ლობა დასრულდება, პირველი პლენარული სხდომის ჩატარება უკვე ახალ შენობაში იქნება შესაძ­ლებელი.

თავის დროზე საუბარი იყო, რომ ახალ შენობაში მხოლოდ პლენარული სხდომები უნდა ჩატარ­დეს, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებით, ქუთაისში კომიტეტებიც იმუშავებენ. პარლამენტის ად­გილმდებარეობის შეცვლას მმართველი გუნდის წევრები მნიშვნელოვან პოლიტიკური გადაწყვე­ტილებად აფასებენ და მიაჩნიათ, რომ ეს ხელს შეუწყობს დასავლეთ საქართველოს მოსახლეობის გააქტიურებას და პოლიტიკურ პროცესებში მათ ჩართვას. გარდა ამისა, პარლამენტის გადატანის საფუძვლად მენტალობის ცვლასაც ასახელებენ. უმრავლესობის წევრების განცხადებით, საქართვე­ლოს ყველა რეგიონი უნდა განვითარდეს და, თუ საჭიროა, ამისთვის პოლიტიკურ დეცენტრალი­ზაციას განახორციელებენ.

მიღებული გადაწყვეტილებით უკმაყოფილოები დარჩნენ საპარლამენტო უმცირესობის წევრები. 'ქართული დასის' ლიდერი ჯონდი ბაღათურია შენიშნავს, რომ პროექტი არაკვალიფიციურად, პროცედურების და რეგლამენტის დარღვევით არის მომზადებული. დეპუტატი დასძენს, რომ ნე­ბისმიერი ახალი ინიციატივისა თუ კანონის ინიცირების შემთხვევაში, თუკი პროექტი ითვალის­წინებს გარკვეულ ხარჯებს, აუცილებელია ეს თანხა იყოს მითითებული. სწორედ იმიტომ, რომ წარმოდგენილ დოკუმენტში არაფერია ნათქვამი იმ ფინანსურ მხარეზე, რომელიც საჭიროა ქუთა­ისში ახალი შენობის მშენებლობისთვის, პროექტი არ არის მზად პარლამენტში განსახილველად. საკანონმდებლო ცვლილების ტექსტში აღნიშნულია მხოლოდ ერთი - პარლამენტის ადგილმდება­რეობის ცვლილება არ არის დაკავშირებული დამატებით ხარჯებთან. გამომდინარე აქედან, ბაღა­თურია დაინტერესდა, საიდან ფინანსდება მშენებლობა. დეპუტატის კითხვას უმრავლესობის წევ­რმა პავლე კუბლაშვილმა უპასუხა, რომელიც განმარტავს, რომ ყველა ის თანხები, რომელიც საჭი­როა ახალი კონსტრუქციისთვის, 2011 წლის ბიუჯეტშია გაწერილი.

შენიშვნები ჰქონდა უმცირესობის კიდევ ერთ წარმომადგენელ ლევან ვეფხვაძეს. 'ქრისტიან-დე­მოკრატების' წევრი მიიჩნევს, რომ საკანონმდებლო ორგანოს მექანიკური გადატანა ნიშნავს იმას, რომ პარლამენტი იქნება კიდევ უფრო უუნარო, ვიდრე აქამდე. აღმასრულებელ ხელისუფელბას­თან მას არანაირი კონტაქტი არ ექნება, შესაბამისად, ვერ შეძლებს მის გაკონტროლებას.

'მინისტრთა კაბინეტისა და აღმასრულებელი ხელისუფლების ქუთაისში ყოფნა გათვალისწინებუ­ლია. უკვე დაიგეგმა სპეციალური შენობის მშენებლობა აღმასრულებელი ხელისუფლების წარმო­მადგენლებისათვის, რომელთაც მუდმივი კონტაქტი ექნებათ საკანონმდებლო ხელისუფლებას­თან,' - უპასუხა ლევან ვეფხვაძეს იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომა­რემ პავლე კუბლაშვილმა.

შენიშვნების გარდა 'ქრიასტიან-დემოკრატების' წევრი რამდენიმე ინიციატივითაც გამოვიდა. დე­პუტატი მიიჩნევს, რომ დასავლეთ საქართველოს მოსახლეობის გარკვეულ პოლიტიკურ პროცესებ­ში ჩართვას საკანონმდებლო ორგანოს მხოლოდ ზედა პალატის გადატანაც უზრუნველყოფს. ვეფხ­ვაძე დეპუტატებს საქართველოს პარლამენტის ორპალატიან მოდელს სთავაზობს, რომელთაგან ზედა პალატა ქუთაისში გადავიდოდა, ხოლო ქვედა პალატა თბილისში დარჩებოდა, აღმასრულე­ბელ ხელისუფლებასთან აქტიურ კომუნიკაციაში სწორედ ქვედა პალატა ჩაებმებოდა. მეორე შეთა­ვაზებით კი, 'ქრისტიან-დემოკრატები' ქუთაისს პოლიტიკურ ცენტრად მოიაზრებენ.

'ვაქციოთ ქუთაისი პოლიტიკურ ცენტრად და აღმასრულებელი ხელისუფლება საკანონმდებლოს­თან ერთად იქნება ქუთაისში. თბილისში რჩება მხოლოდ პრეზიდენტი. ეს კარგიც არის, პრეზი­დენტი ხდება მიუკერძოებელი. პრეზიდენტი ხდება არბიტრი, ის მოშორებულია პოლიტიკური პროცესებს და ერთვება მხოლოდ კრიზისების დროს,' - შენიშნავს ლევან ვეფხვაძე. 'ქრისტიან-დე­მოკრატების' ლიდერი გიორგი თარგამაძე კი მიიჩნევს, რომ პარლამენტის გადატანის გადაწყვეტი­ლება ქართველმა ხალხმა უნდა მიიღოს და არა 'ნაციონალური მოძრაობის' წევრებმა. საკონსტიტუ­ციო ცვლილებების განხილვისას თარგამაძემ განაცხადა, რომ ქვეყნის პოლიტიკური დედაქალაქი არის ის, სადაც არის პოლიტიკური ხელისუფლება. დეპუტატმა ხელისუფლებას საკითხის რეფე­რენდუმზე გატანა შესთავაზა, რათა ხალხმა გადაწყვიტოს, მისი ქვეყნის დედაქალაქი თბილისი იყოს, ქუთაისი თუ სხვა ქალაქი.

24 საათი

მ.ბ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები