მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> საქართველოს პრეზიდენტისა და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის შეხვედრა (ვიდეო)

სტრასბურგში საქართველოს პრეზიდენტისა და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის ჟან-კლოდ მინიონთან გამართული შეხვედრის მთავარი თემები ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პროცესში ევროპარლამენტან თანამშრომლობის გაღრმავების როლი და რუსეთთან მიმართებაში მიღებული რეზოლუციების მნიშვნელობა იყო.

აღნიშნულ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. საუბრისას ჯან-კლოდ მინიონმა, კიდევ ერთხელ აღნიშნა რომ აუცილებელია ასამბლეის მიერ მიღებული იმ რეზოლუციების გათვალისწინება, რომელიც საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციასა და ჰუმანიტარული პრობლემების მოგვარებას შუწყობს ხელს.

თავის მხრივ მიხეილ სააკაშვილმა მადლობა გადაუხადა რუსეთ-საქართველოს ომის სამართლებრივ-პოლიტიკური შეფასებისთვის. მინიონმა კი გამოთქვა მზაობა ხელი შეუწყოს რეზოლუციით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების განხორციელებას.

 შეხვედრის შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა და ჟან-კლოდ მინიონმა მედიის შეკითხვებს უპასუხეს. ქვეყნის პირველი პირი სტრასბურგში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის პირადი მიწვევით იმყოფება. დღესვე მიხეილ სააკაშვილი ზამთრის სესიაზე სიტყვით წარსდგება.

http://www.youtube.com/watch?feature=player_embedded&v=0jri7P7kfTw 

პრესა.GE

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები