მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი აშშ–ში დასავლეთის პრესის მთავარ თემად რჩება

მიხეილ საკაშვილისა და დონალდ ტრამპის შეხვედრას უცხოური მედია აქტიურად ეხმაურება. საქართველოს პრეზიდენტის თანდასწრებით, ტრამპის ორგანიზაციასა და 'სილქ როუდ ჯგუფს' შორის გაფორმებულ შეთანხმებაზე სტატიებს გავლენიანი გამოცემები აქვეყნებენ, მათ შორის 'უოლ სთით ჯორნალი', 'ნიუ–იორკ ტაიმსი', 'ეი–ბი–სი', 'სი–ბი–ესი', 'ნიუ–იორკ პოსტი', 'ფორბსი' და სხვები.

'უოლ სთრით ჯორნალი' ყურადღებას დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებაზე ამახვილებს და წერს, რომ საქართველოში ორი 'ტრამპ ტაუერი' აშენდება. სტატიაში მთავარი აქცენტია გაკეთებული იმაზე, რომ ტრამპმა მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმების გამო განსაკუთრებულად შეაქო.

'თქვენ ხედავთ, რა მოხდა საქართველოში და ხედავთ იმასაც, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება. ნახეთ, რა შეიძლება გაკეთდეს მართებული ხელმძღვანელობის პირობებში', - უოლ სთრით ჯორნალი დონალდ ტრამპის სიტყვების ციტირებას ახდენს.

'ტრამპის უცხოური გეგმები' – სტატიას კი ამ სათაურით 'ნიუ–იორკ პოსტი' აქვეყნებს. ავტორი რებეკა როზენბერგი წერს, რომ დონალდ ტრამპმა საგარეო ურთიერთობების თვალსაზრისით საქართველოში ინვესტიციის განხორციელებას ძალიან კარგი დასაწყისი უწოდა. ჟურნალისტი ასევე ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზეც, რომ ცნობილ ბიზნესმენს საქართველო შესანიშნავ ქვეყნად, მისი პრეზიდენტი კი მსოფლიოს ერთ–ერთ უდიდეს ლიდერად მიაჩნია.

ნიუ–იორკში გამართულ მიხეილ სააკაშვილისა და დონალდ ტრამპის შეხვედრის შესახებ ვრცელ სტატიას გამოცემა „ევრაზიანეტიც“ აქვეყნებს. სტატიის ავტორი წერს, რომ საქართველო პირველი ქვეყანაა რეგიონში, სადაც ტრამპ ტაუერი აშენდება. ჟურნალისტის აზრით, ერთ–ერთი ყველაზე გავლენიანი ბიზნესმენის მიერ საქართველოში ინვესტიციის განხორციელება მსოფლიოს წამყვან სხვა ინვესტორებსაც დააინტერესებს. ” მხოლოდ ტრამპის სახელსაც შეუძლია ბევრი გააკეთოს საქართველოში უცხოური ინვესტიციის მისაზიდავად. ეს შეთანხმება საქართველოს ახალი ბიზნესმენების დაინტერესებაში დაეხმარება”- წერს გამოცემა.

onlinenews.ge

მ.ბ 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები