მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> საქართველოს პრეზიდენტი კორეელ ბიზნესმენებს შეხვდა

სეულში ბირთვული უსაფრთხოების სამიტზე მყოფი საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სამხრეთ კორეელ ბიზნესმენებს შეხვდა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში საქართველოში განსახორციელებლად კონკრეტული პროექტების დაწყება დაიგეგმა, საუბარია ენერგეტიკულ პროექტებზე (ჰიდროელექტროსადგურებზე) და ბათუმში სასტუმროს მშენებლობაზე. გარდა ამისა, სავარაუდოდ, თბილისში სამედიცინო ცენტრი აშენდება.

როგორც პრეზიდენტმა ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა, კორეელი ინვესტორები საქართველოში რამდენიმე ასეული მილიონი დოლარის ინვესტიციის ჩადებას აპირებენ, რაც ქვეყანაში დამატებით 10 ათას სამუშაო ადგილს ნიშნავს.

მისივე ინფორმაციით, სამხრეთ კორეელი ინვესტრები საქართველოში ელექტრომობილების ბატარეების ქარხანასაც ააშენებენ.

რამდენიმე მემორანდუმი უკვე გაფორმდა. ბიზნესგარემოს შესწავლის მიზნით, კორეელი სპეციალისტები უახლოეს მომავალში გეგმავენ საქართველოში ჩამოსვლას.

პრაიმნიუსი

ე.შ

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები