მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> საქართველოს პრემიერ-მინისტრი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოვა

დღეს, 23 აპრილს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიას დაესწრება და სიტყვით გამოვა. 
მთავრობის კანცელარიის პრესსამსახურის ინფორმაციით, მიმართვის შემდეგ ბიძინა ივანიშვილი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრების შეკითხვებს უპასუხებს.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლის გარდა, ვიზიტის ფარგლებში ბიძინა ივანიშვილმა შეხვედრები გამართა
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან ჟან კლოდ მინიონთან, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეზიდენტთან დინ შპილმანთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის გენერალურ მდივანთან ვოიცეკ სავიცკისთან, ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის კომისართან ნილს მუჟნიეკსთან.
ასევე დაგეგმილია შეხვედრები ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის პრეზიდენტთან ჟანი ბუკიკიოსთან და ვენეციის კომისიის მდივან ტომას მარკერტთან, ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან ტორბიორნ იაგლანდთან, ევროპის საბჭოს კონგრესის ადგილობრივი და რეგიონული წარმომადგენლების გენერალურ მდივანთან ანდრეას კოფერთან, ევროპის ლიბერალ დემოკრატების ალიანსის პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარესთან ანე ბრასორთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სოციალისტთა ჯგუფის თავმჯდომარის მოადგილესთან ნატაშა ვუკოვიჩთან, 
რუმინეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან ვიქტორ პონტასთან.

სტრასბურგში ვიზიტის დროს დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეხვედრა საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებთან.

ბიძინა ივანიშვილი სტრასბურგს 24 აპრილს დატოვებს.

 'ჯი-ეიჩ-ენი' 

ე.შ

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები