მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> საქართველოს პრემიერმინისტრმა რუსულ დელეგაციას პრეზიდენტის ნაცვლად მოუბოდიშა

'მე მას შევთავაზე ბოდიშის მოხდა, მაგრამ არ გააკეთა და ამას მე გავაკეთებ', - საქართველოს პრემიერმინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ეს განცხადება მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, მასთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. 
პრემიერმინისტრის თქმით, პრეზიდენტის ბოლოდროინდელმა განცხადებებმა დააზარალა რამდენიმე სახელმწიფოსა და საქართველოს შორის არსებული ჯანსაღი ურთიერთობა და ამიტომ საქართველოს მთავრობა მიხეილ სააკაშვილის საგარეო პოლიტიკურ აქტივობებს ემიჯნება.
ამასთან, შეხვედრის დასრულების შემდეგ ჩატარებულ ბრიფინგზე პრემიერმინისტრმა განაცხადა, რომ პირადად მოუბოდიშებს რუსულ დელეგაციას იმ არაკორექტული განცხადებების გამო, რომელშიც პრეზიდენტმა შეურაცხყოფა მიაყენა საქართველოში ღვინის ხარისხის შესამოწმებლად ჩამოსულ ექსპერტთა ჯგუფს.

newposts.ge

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები