მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> საქართველოს საგარეო უწყება ევდოკიმოვის განცხადების წარმომავლობის დადგენას ცდილობს

საქართველოს საგარეო უწყება დიპლომატიური არხების საშუალებით ცდილობს,  დაადგინოს დსთ-სთან დაკავშირებით რუსი დიპლომატის მიხეილ ევდოკიმოვის განცხადების წარმომავლობა. ამის შესახებ ჟურნალისტებს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ,  დავით ზალკალიანმა განუცხადა. 
მისიve თქმით, არანაირი დიალოგი დსთ-ში საქართველოს დაბრუნებასთან დაკავშირებით არ მიმდინარეობს. ზალკალიანმა ხაზი გაუსვა, რომ არც ერთ ოფიციალურ პირს ამასთან დაკავშირებით არანაირი კონტაქტი არ ჰქონია რუსულ მხარესთან. 
რუსული მედიის ცნობით, რუსეთის საგარეო უწყების დსთ-ს ქვეყნების პირველი დეპარტამენტის დირექტორმა, მიხეილ ევდოკიმოვმა გუშინ განაცხადა, რომ საქართველოს ხელმძღვანელობასთან დსთ-ში დაბრუნებასთან დაკავშირებით კონტაქტები უკვე დაწყებულია. 
ამასთან, რუსული მედიის ცნობით, მან ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს დსთ-ში დაბრუნება მხოლოდ ამ ქვეყნის ხელმძღვანელობის სურვილით უნდა მოხდეს.
საქართველომ დსთ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დატოვა.

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები