მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> საქართველოს საგარეო უწყება: რელიგიური გაუგებრობები საქართველოსა და სომხეთს შორის გასაკვირი იქნება

ქართული მხარისთვის გასაკვირი იქნება თუ რელიგიური გაერთიანებისთვის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებული საკითხები სომხეთს და საქართველოს შორის გაუგებრობებს გამოიწვევს.

როგორც ტრადიციულ ბრიფინგზე ნინო კალნადაძემ განაცხადა, აღნიშნული საკითხი სომხური ეკლესიაც დაინტერესებული იყო და შესაბამისად მისთვის გასაკვირი იქნება რომ ამ კუხით რაიმე გაუგებრობა მოხდეს.

'გამიკვირდება რელიგიური გაერთიანებებსთვის სტატუსის მინიჭების საკითხმა ორ სახელმწიფოს შორის რაიმე გაუგებრობა გამოიწვიოს, მით უმეტეს რომ ქართველებს და სომხებს ყოველთვის ერთმანეთთან კარგი და მეგობრული ურთიერთობა აქვთ', - აღნიშნავს კალანდაძემ.

შეგახსენებთ რომ პარლამენტმა 5 ივლისს დაჩქარებული წესისთ სამოქალაქო კოდექსში ცვლილებები დაამტკიცა, რომლის თანახმადაც საქართველოსთან ისტორიულ კავშირში მყოფ და ევროსაბჭოს ქვეყნებში კანონმდებლობით რელიგიებად აღიარებულ რელიგიურ ორგანიზაციებს შეუძლიათ საქართველოსთვის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დარეგისტრირდნენ. საკითხის განხილვის გადადება საქართველოს სპატარიარქო ითხოვდა, თუმცა ხელისუფლებამ ის არ გაითვალისწინა და პრეზიდენტმა პარლამენტის მიერ მიღებულ კანონს რამდეინმე საათში ხელი მოაწერა.

 'ჯი-ეიჩ-ენი'

ე.შ

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები