მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> საქართველოს სუვერენული რეიტინგის პროგნოზი შეიცვალა

საერთაშორისო სააგენტო Fitch-მა საქართველოს სუვერენული რეიტინგის პროგნოზი 'სტაბილუ­რი' 'პოზიტიურით' შეუცვალა.

ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის უფროსმა ნიკო მჭედლიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მსოფლიოში მიმდინარე რთული ეკონომიკური პროცესების ფონზე რეიტინგის პროგნოზის შეცვლა მნიშვნელოვანი წარმატებაა. როგორც მჭედლიშვილმა განმარტა, ამჟამად სა­ქართველოს Fitch-ის მიერ მინიჭებული აქვს რეიტინგი B+. პროგნოზის ცვლილება კი იმას ნიშ­ნავს, რომ დადებითი ტენდენციები, რომლებიც ქართულ ეკონომიკაში შეინიშნება, მომავალშიც თუ გაგრძელდება, სარეიტინგო სააგენტო საქართველოს სუვერენულ რეიტინგს კვლავ გაუზრდის. როგორც სააგენტოს პრესრელიზშია ნათქვამი, პოზიტიური პროგნოზი ასახავს საქართველოს ეკო­ნომიკის გაჯანსაღებას, ქვეყნის საბიუჯეტო და მიმდინარე ანგარიშების დეფიციტის კლებას, ფი­ნანსური სექტორის სიჯანსაღეს და პოლიტიკური რისკების შემცირებას. Fitch-ის პროგნოზით, სა­ქართველოში 2011 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 5 პროცენტი უნდა შეადგინოს, 2012 წელს კი - 6 პროცენტი. სააგენტო ასევე მიესალმება ბიუჯეტის დეფიციტის შემცირების ტენდენცი­ას.

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო წერს, რომ უკანასკნელი 18 თვის მანძილზე საქართველოში პოლიტიკური რისკები შემცირდა, თუმცა მაინც მაღალია. პრესრელიზში აღნიშნულია, რომ რუ­სეთთან ურთიერთობები რთულია, მაგრამ სააგენტო პროგნოზირებად მომავალში საომარი მოქმე­დებების განახლებას არ ელის.

24 საათი

მ.ბ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები