მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> საქართველო-ყაზახეთს შორის საჰაერო მიმოსვლა გახშირდება

საქართველო-ყახაზეთს შორის საჰაერო მიმოსვლა გახშირდება. უკვე მიმდინარე ტურისტული სეზონისთვის თბილისში კვირაში სამჯერ ლაინერები ყახაზეთის უმსხვილესი ქალაქიდან ალმა-ატიდან იფრენს, რამაც ყახაზეთიდან საქართველოს კურორტებზე ტურისტების რაოდენობა კიდევ უფრო უნდა გაზარდოს.

შარშან ამ ქვეყნიდან საქართველოში წინა წელთან შედარებით 45 პროცენტით მეტი ადამიანი ჩამოვიდა. ყაზახეთის ტურიზმისა და სპორტის სამინისტროში იმედი აქვთ, რომ ორი ქვეყნის ტურისტულ ურთიერთობებს კიდევ უფრო გაამყარებს შეთანხმება, რომელსაც ხელი, სავარაუდოდ, უკვე ზაფხულში მოეწერება და რომელიც საქართველოსა და ყაზახეთის ტურისტულ ინდუსტრიებს ერთმანეთთან ურთიერთობის დამყარებასა და განვითარებაში დაეხმარება.

ვერა ქობალიამ ასევე დაათვალიერა ახლად გახსნილი ველოტრეკი, რომელიც ერთ-ერთი უდიდესია რეგიონში. ველოტრეკთან არსებულ საწვრთნელ ბაზაზე სპორტსმენები ათობით სხვადასხვა ქვეყნიდან გადიან წვრთნას.

onlinenews.ge

მ.ბ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები