მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის დელეგაცია იმყოფება

საქართველოში, ორდღიანი ვიზიტით, ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის 6 კაციანი დელეგაცია იმყოფება. კონგრესმენ ბილ შუსტერის ხელმძღვანელობით, ისინი დღეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ესტუმრნენ. 

თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ნოდარ ხარშილაძემ ამერიკელ კონგრესმენებს საქართველოს თავდაცვის სისტემაში მიმდინარე რეფორმები გააცნო. საუბარი შეეხო ამერიკასა და საქართველოს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხებს, ISAF-ის ოპერაციაში საქართველოს მონაწილეობას და რეგიონში არსებულ უსაფრთხოების მდგომარეობას. 

შეხვედრის შემდეგ კონგრესმენები ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისს' ესტუმრნენ და საჩვენებელ სწავლებას დაესწრნენ. ქართველი სამხედროები სასწავლო ცენტრ „კრწანისში' ავღანეთის სამშვიდობო მისიისათვის გადასროლისწინა მომზადებას გადიან.

internet.ge 

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები