მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> საქართველოში ვიზიტით სომხეთის გენერალური შტაბის უფროსი იმყოფება

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით სომხეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი გენერალ-პოლკოვნიკი იური ხაჩატუროვი იმყოფება.

სომხეთის დელეგაცია საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა დევი ჭანკოტაძემ მიიღო. შეხვედრაზე მხარეებმა თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმები, სამხედრო განათლების საკითხები და ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები განიხილეს. საუბარი შეეხო სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობას და ამ მიმართულებით გამოცდილების გაზიარებას.
შეხვედრის შემდეგ სომხეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი გორში გაემგზავრა და ეროვნული თავდაცვის აკადემია დაათვალიერა. დღესვე გენერალ-პოლკოვნიკმა იური ხაჩატუროვმა გმირთა მოედანზე გვირგვინით შეამკო საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი და პატივი მიაგო მათ ხსოვნას.
ვიზიტის ფარგლებში სომხეთის დელეგაცია დღეს ეროვნულ სასწავლო ცენტრ 'კრწანისს' ესტუმრება.

prime-news.net 

ე.შ

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები