მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> საქართველოში კომპანია Geocell-ს ფასი ქოისთინენი უხელმძღვანელებს

კომპანია Geocell-ის მთავარი მენეჯერი ოსმან თურანი სამუშაოდ ნეპალში გადადის. სასტუმრო 'თბილისი მარიოტში' დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ოსმან თურანმა განაცხადა, რომ თურქული კომპანია 'თელიასონერას' გადაწყვეტილებით, საქმიანობას ნეპალში გააგრძელებს, ხოლო საქართველოში კომპანია Geocell-ს წარმოშობით ფინელი ფასი ქოისთინენი უხელმძღვანელებს. 
ოსმან თურანმა ჟურნალისტებს მადლობა გადაუხადა დღევანდელი შეხვედრისთვის და განაცხადა, რომ 15 წლის განმავლობაში კომპანია Geocell-ის საქმიანობას და საქველმოქმედო აქციებს ქართული მედია სისტემატურად აშუქებდა.
მისივე თქმით, დარჩება კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს წევრად და საქართველოში დაახლოებით სამ თვეში ერთხელ ჩამოვა.  

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები