მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> საქართველოში პოლიტპატიმრების გათავისუფლებით მოსკოვი კმაყოფილია

მოსკოვი მიესალმება საქართველოში პოლიტპატიმრების გათავისუფლებას, - განცხადება ამის შესახებ ადამიანის უფლებათა, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის საკითხებში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა გააკეთა.

'ჩვენ მხოლოდ მივესალმებით სააკაშვილის რეჟიმის მიერ ჩადენილი უკანონო ქმედებების გამოსასწორებლად გადადგმულ ნაბიჯებს', - განაცხადა კონსტანტინე დოლგოვმა. 

მან იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს ხელისუფლება რუსეთის სხვა დაკავებულ მოქალაქეებს, მათ შორის სულეიმან ბარბაქაძეს გაათავისუფლებს. 

'აუცილებლად მივიჩნევთ ქართული ციხეებიდან ჩვენი სხვა მოქალაქეების გათავისუფლებას, რომლებიც პოლიციური განუკითხაობის, შპიონომანიისა და სასამართლო ფაბრიკაციების მსხვერპლნი გახდნენ. მათ შორის არის ცნობილი მესხი უფლებათა დამცველი სულეიმან ბარბაქაძე', - განაცხადა დოლგოვმა.

droni.ge

ე.შ

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები