მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> საქართველოში სასწავლო პროგრამით ბალტიის თავდაცვის კოლეჯის დელეგაცია იმყოფება

საქართველოში სასწავლო პროგრამით ბალტიის თავდაცვის კოლეჯის დელეგაცია იმყოფება. ამის შესახებ ინფორმაცია თავდაცვის სამინისტროს ვებ-გვერდზეა განთავსებული. კოლეჯის კომენდანტის, ბრიგადის გენერლის კიილი მეელისის ხელმძღვანელობით დღეს დელეგაცია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ესტუმრა. დელეგაციის წევრებს თავდაცვის მინისტრის მოადგილეებმა დავით ნარდაიამ და მაია სიფრაშვილმა-ლიმ უმასპინძლეს. 
შეხვედრაზე თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა ბალტიის თავდაცვის კოლეჯის დელეგაციას საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესები, საქართველოს თავდაცვის პოლიტიკის ამოცანები და თავდაცვის დაგეგმვის გამოწვევები გააცნეს. 
დღესვე ბალტიის თავდაცვის კოლეჯის დელეგაციის წევრებმა შეხვედრა გამართეს საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილესთან, პოლკოვნიკ მერაბ კიკაბიძესთან. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმების, მათ შორის სამხედრო განათლების კუთხით, საქართველოს საერთაშორისო მისიებში მონაწილეობისა და თავდაცვის საკითხებში არსებული მთავარი გამოწვევების შესახებ ისაუბრეს. 
სასწავლო პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია ბალტიის თავდაცვის კოლეჯის დელეგაციის სტუმრობა ვაზიანის სამხედრო ბაზაზე. დელეგაციის წევრები შეხვედრებს ასევე გამართავენ ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილესთან, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან და საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო კვლევის ფონდის ხელმძღვანელთან.
ბალტიის კოლეჯის დელეგაციის ვიზიტი საქართველოში 28 ოქტომბერს დასრულდება.

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები