მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> საქართველოში ფრანგული კვირეული დაიწყო

დღეს საქართველოში ფრანგული კვირეული დაიწყო. კვირეულის ფარგლებში ქართულ-ფრანგული სამრეწველო და სავაჭრო პალატა  ტურიზმისა და გასტრონომიის თემაზე მრავალ საინტერესო ღონისძიებას გეგმავს.

კვირეული დღეს, 17:00 საათზე, სიმონ ჯანაშიას სახელობის ეროვნულ მუზეუმში პიერ ჟანმუჟენის ფოტოების გამოფენა 'საზაფხულო საძოვრებისკენ თუშ მეცხვარეებთან ერთად' იხსნება.

ფრანგული კვირეულის ფარგლებში თბილისს ორი ცნობილი ფრანგი შეფ-მზარეული ეწვევა, რომელთა ნამუშევარსაც სტუმრები სასტუმრო Holiday Inn-ში, რესტორან 'აჭარაში' გამართულ ვახშამზე დააგემოვნებენ. 

კვირეულის მხარდამჭერები არიან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, სასტუმრო ჰოლიდეი ინი, ინვესტინ ჯორია.

კვირეული 24 ივნისამდე გასტანს.

internet.ge

ე.შ

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები