მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> საქართველოში წინასაარჩევნო პერიოდს, ამ ეტაპზე, 2 ორგანიზაცია აკვირდება

საქართველოში  წინასაარჩევნო პერიოდს, ამ ეტაპზე, 2 ორგანიზაცია აკვირდება: აშშ-ს ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტი და ეუთოს დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა დაცვის მისია.

როგორც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანია ამბობს, დამკვირვებლების ზუსტი რაოდენობის შესახებ მის უწყებას ინფორმაცია არ გააჩნია, თუმცა, ეს მონაცემები უწყებათაშორისი კომისიის წევრებს აქვთ.  ჯალაღანიას თქმით, საქართველოს  ხელისუფლების და საზოგადოების მოთხოვნაა ის, რომ მეტი დამკვირვებელი ჩამოვიდეს ადრეულ ეტაპზე ქვეყანაში.

 „დამკვირვებლებმა თვალყური უნდა ადევნონ არა მხოლოდ არჩევნებს, არამედ წინაარჩევნო პერიოდს საქართველოში. საგარეო საქმეთა სამინისტროს დაევალა აღნიშნულოი კუთხით კომუნიკაცია საერთაშორისო ორგანიზაციებთან. მაქსიმალურად ვციდლობთ მოვიცვათ შესაძლო დამკვირვებლების დიდი არეალი',- ამბობს დავით ჯალაღანია.

news.ge

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები