მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> საქართველოში 2008 წლის შემდეგ შექმნილი ვითარება ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის დღის წესრიგში რჩება

საქართველოში 2008 წლის კონფლიქტის შემდეგ შექმნილი ვითარება ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის პოლიტიკურ დღის წესრიგში რჩება. ამის შესახებ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვებგვერდი იუწყება.
აღნიშნული პოზიცია კომიტეტის თავმჯდომარის, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, აჰმედ დავუთოღლუს განცხადებაშია ნათქვამი, რომლითაც მან საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიას მიმართა.
დავუთოღლუმ აღნიშნა, რომ ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა გასულ კვირას ბოლო ექვსი თვის ანგარიში წარადგინა, რომელშიც დეტალურად არის აღწერილი საქართველოში ომის შემდეგ შექმნილი ვითარება და ევროსაბჭოს აქტივობები. 
'როგორც იანვრის პრეზენტაციაში უკვე მივუთითე, მინისტრთა კომიტეტის ხელმძღვანელობა იმედოვნებს, რომ ეს აქტივობები კონფლიქტის მსხვერპლთა სასიკეთოდ განვითარებას გააგრძელებს', - ნათქვამია დავუთოღლუს განცხადებაში.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესია სტრასბურგში 11 აპრილს დაიწყო და დღეს სრულდება.  

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები