მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> საქართველოში 2 მლრდ ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება

 

საქართველოს პრეზიდენტის პრეს-სპიკერის განცხადებით, მომდევნო წლის ბოლომდე, საქართველოში 2 მლრდ ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება. ამის შესახებ მანანა მანჯგალაძემ სამშაბათის ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, მსხვილ პროექტებს შორის ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობა, ხიდების, სოფლის დახმარების პროგრამის განხორციელება შედის.

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ პროექტების მიმდინარეობა ქვეაყანაში დასაქმების პრობლემას შეამსუბუქებს.

მანჯგალაძის განცხადებით,  მთავრობის მთავარ გამოწვევად უმუშევრობის პრობლემის გადაჭრა რჩება.

'მხოლოდ ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტის მშენებლობაზე ამ ეტაპზე 1000 ადამიანზე მეტი მუშაობს. უახლოეს პერიოდში ეს რიცხვი 4000-მდე გაიზრდება', - განაცხადა მანჯგალაძემ.

 

ჯეონიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები