მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> საქართველო ახალგაზრდა რეფორმატორთა ფორუმის საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს

საქართველო ახალგაზრდა რეფორმატორთა ფორუმის საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს.
კონფერენცია, სახელწოდებით 'შავი ზღვის რეგიონის რეფორმატორები: ეროვნული გეგმები და საერთაშორისო დახმარებები', სახელმწიფო მინისტრმა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში გიორგი ბარამიძემ გახსნა.
როგორც 'ინტერპრესნიუსს' ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატიდან აცნობეს, საერთაშორისო კონფერენციაზე იმსჯელებენ შავი ზღვის რეგიონში ნატო-სა და ევროკავშირის როლის მნიშვნელობაზე, დემოკრატიის განმტკიცების, უსაფრთხოების, ადამიანის უფლებათა დაცვის, ეკონომიკური განვითარებისა და კორუფციასთან ბრძოლის საკითხებზე, ასევე განიხილავენ სოციალური რეფორმებისა და მედია -თავისუფლების საკითხებს.
შავი ზღვის რეგიონის ახალგაზრდა რეფორმატორთა ფორუმის მიზანია, რეგიონის საერთო გამოწვევებისა და შესაძლებლობების განსახილველად შეკრიბოს გადაწყვეტილების მიმღები ახალგაზრდა ლიდერები საქართველოდან, აზერბაიჯანიდან, ბულგარეთიდან, მოლდოვადან, რუმინეთიდან, რუსეთიდან, თურქეთიდან და უკრაინიდან, რაც ხელს შეუწყობს თანამოაზრეებს შორის ეფექტური და ხანგრძლივი პოლიტიკური კავშირების დამყარებას და შავი ზღვის რეგიონში დემოკრატიისა და გამჭვირვალობის თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელებას.
კონფერენცია ტარდება ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის მხარდაჭერითა და რეგიონალური და საერთაშორისო კვლევების ინსტიტუტის (IRIS), პოლიტიკის კვლევის ცენტრის (C.A.P), გერმანიის მარშალის ფონდის პროექტის, რობერტ ბოშის ფონდის ორგანიზებით.
შავი ზღვის აუზის ქვეყნების ახალგაზრდა რეფორმატორთა ფორუმი საერთაშორისო კონფერენციას ყოველწლიურად სხვადასხვა ქვეყანაში მართავს, ამჯერად კონფერენციას საქართველო მასპინძლობს. კონფერენცია ბათუმში იმართება და მუშაობას 3 აპრილს დაასრულებს.

'ინტერპრესნიუსი'

შ.კ.

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები